Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ხუთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრეზიდენტები შეიკრიბნენ


ყაზახეთში ხუთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრეზიდენტები შეიკრიბნენ სამხედრო წვრთნებზე დასასწრებად. საქმე ეხება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პირველი, სწრაფი რეაგირების ძალების მანევრებს. ამ ორგანიზაციის სწრაფი რეაგირების ძალებში რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და სომხეთის წარმომადგენლები არიან ჩართული. ხუთივე რესპუბლიკის პრეზიდენტები დაესწრნენ მანევრებს, რაც შეეხება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კიდევ ორ წევრს, ბელორუსიას და უზბეკეთს, მათი პრეზიდენტები სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის წინაღამდეგი იყვნენ და არც სამხედრო წვრთნებს დასწრებიან.
XS
SM
MD
LG