Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ დაამტკიცა ანგარიში ღაზის სექტორის შესახებ


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაამტკიცა ანგარიში ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ. ამ ანგარიშში ორივე დაპირსიპირებულ მხარეს - ისრაელსაც და ჰამასსაც უყენებენ სამხედრო დანაშაულების ბრალდებებს. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 25-მა წევრმა საგანგებო სხდომაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც იმავდროულად ისრაელს აკრიტიკებს გაეროს საგამოძიებო კომისიის მუშაობის ხელშეწყობაზე უარის გამო. ანგარიშში გამოთქმულ ბრალდებებს ისრაელიც უარყოფს და ჰამასიც. ანგარიში გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, საკითხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს, თუ ისრაელი და პალესტინელები თვითონვე არ გამოიძიებენ წაყენებულ ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG