Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ წეროვანს ბუნებრივი აირი მიეწოდება


სოფელ წეროვანში ”სოკარ ჯორჯია გაზმა” დღეს ექსპლუატაციაში გაუშვა დაახლოებით 2-კილომეტრიანი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც სოფლის 200-ზე მეტი ოჯახი ბუნებრივ აირს ეტაპობრივად მიიღებს.
გაზსადენის გახსნას წეროვანში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ”სოკარ ენერჯი ჯორჯიას” ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ”სოკარ ჯორჯია გაზი” 2009-2011 წლებში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებისთვის 40 მლნი დოლარის დახარჯვას აპირებს.
XS
SM
MD
LG