Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში თვითმკვლელი თავს დაესხა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს


სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელის მიერ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორის არიან მაღალი რანგის ოფიცრები, მათგან ორი გენერალია: კორპუსის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე ნურალი შუშტარი და სისტან ი ბელუჯისტანის პროვინციაში კორპუსის ჯარების სარდალი მოჰამად ზადეჰი. ირანის პარლამენტის სპიკერმა ალი ლარიჯანიმ ორივე გენერლის დაღუპვა დაადასტურა. მიღებული ცნობების თანახმად, დაღუპულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობა 60-ს აღწევს. როგორც ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ირნა იუწყება, თავდასხმა ირან-პაკისტანის საზღვრის მახლობლად მოხდა იმ დროს, როცა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები ქალაქ პიშინში, იქაურ უხუცესებთან შესახვედრად მიემგზავრებოდნენ.
XS
SM
MD
LG