Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი ავღანეთში ჯარის გაგზავნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, სანამ არ გააანალიზებს ახალ მთავრობას


თეთრი სახლი აცხადებს, რომ არ მიიღებს გადაწყვეტილებას ავღანეთში ჯარების გაგზავნით თაობაზე, სანამ არ დაადგენს, რომ ახალი მთავრობა " ნამდვილი პარტნიორია". თეთრი სახლის წარმომადგენელმა რამ ემანუელმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ დაუფიქრებლობა იქნებოდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ახალი მთავრობის გულდასმით გაანალიზების გარეშე. აგვისტოში გამართული არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ლიდერობს კარზაი. მაგრამ არსებობს გაყალბებისა და თაღლითობის მრავალი მტკიცებულება. სააპელაციო კომისიას ჯერ არ დაუსრულებია მუშაობა.
XS
SM
MD
LG