Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი და პეტრეუსი პაკისტანის ლიდერებს შეხვდებიან


ამერიკელი სენატორი ჯონ კერი დღეს პაკისტანში იმყოფება და შეეცდება შეამციროს დაძაბულობა, რომელიც აშშ-ს მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტს შეეხება. პაკისტანის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ დახმარების პირობები, რომლითაც 7,5 მილიარდი დოლარის ნაწილი ისლამისტ ექსტრემისტებთან საბრძოლველად არასამხედრო დახმარებისთვის არის გათვალისწინებული, ეწინააღმდეგება პაკისტანის კონსტიტუციას. აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკვე მოაწერა ხელი ხუთწლიანი დახმარების პაკეტს. სენატორი კერი ამ დახმარების წინადადების მთავარი ინიციატორი და ავტორია, პაკისტანში ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდება. პაკისტანში იმყოფება აშშ შეიარაღებული ძალების სარდალი დევიდ პეტრეუსი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ომებს ერაყსა და ავღანეთში.
XS
SM
MD
LG