Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო


უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. საქმე ეხება 17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას - პირველს მას შემდეგ, რაც 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შედეგად პრეზიდენტი გახდა ვიქტორ იუშჩენკო. იუშჩენკო ამჯერადაც აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას, თუმცა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, გამარჯვების რეალისტური შანის არა აქვს. ფავორიტებად ითვლებიან ვიქტორ იანუკოვიჩი - პრო-მოსკოვური ორიენტაციის პოლიტიკოსი, რომლის გამარჯვებასაც 2004 წელს მოჰყვა კიდეც მასობრივი საპროტეტო აქციები არჩევნების გაყალბების ბრალდებით. ფავორიტად ითვლება ასევე პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, იუშჩენკოს ყოფილი, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროინდელი მოკავშირე.
XS
SM
MD
LG