Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა


ალექსანდრ ვერშბოუ
ალექსანდრ ვერშბოუ
საქართველოსა და აშშ-ის სამთავრობო ჯგუფების წარმომადგენლებმა თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. სხდომაზე გამოსვლისას აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ დაადასტურა, რომ საქართველოს სუვერენიტეტს და დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებას ვაშინგტონი მხარს მტკიცედ უჭერს. ვერშბოუს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აშშ-ისთვის პრინციპული საკითხია. თავდაცვის მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ აშშ-ს საქართველო სჭირდება როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული პარტნიორი, რომელსაც თავდაცვის შესაძლებლობა ექნება. ალექსანდრ ვერშბოუმ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებას მნიშვნელოვანი უწოდა და დასძინა, რომ ამ პროცესის ხელშესაწყობად აშშ სპეციალური გეგმის შემუშავებას აპირებს
XS
SM
MD
LG