Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ოფიციალური წარმომადგენელი პაკისტანთან დაკავშირებულ მორიგ ბრალდებას გამოთქვამს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოტაკის განცხადებით, ჯგუფი, რომელმაც იერიში მოაწყო ირანის რევოლუციურ გვარდიაზე, პაკისტანშია დაფუძნებული. მოტაკის ამ ჯგუფის სახელწოდება არ დაუკონკრეტებია, მაგრამ განაცხადა, რომ მისი წევრები რეგულარულად არღვევენ ირან-პაკისტანის საზღვარს და თავდასხმებს ახორციელებენ ირანის ტერიტორიაზე. ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სუნიტი მეამბოხეების ჯგუფი "ჯანდალაჰი" დაადანაშაულეს აფეთქებაში, რომელიც კვირას მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მდებარე სისტან-ბალუჩისტანის პროვინციაში. აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 42 ადამიანი დაიღუპა. ირანის მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 15 გვარდიელია. ირანის ოფიციალურმა პირებმა პაკისტანი, აშშ და ბრიტანეთი დაადანაშაულეს თავდასხმასთან კავშირში, რასაც სამივე ქვეყანა უარყოფს.
XS
SM
MD
LG