Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიამ თანხმობა უთხრა რუსეთ-გერმანიის ერთობლივ გაზსადენს


დანიამ თანხმობა გამოაცხადა, გაყვანილ იქნას ბალტიის ზღვით რუსეთ-გერმანიის ერთობლივი გაზსადენი. დანია მესამე ქვეყანაა, რომელიც დაყაბულდა პროექტს. დანიის ენერგეტიკული უწყების თანახმად, გაზსადენის ამ ქვეყნის ტერიტორიული წყლების 88 კილომეტრზე და მის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაზე გაივლის. „ჩრდილოეთის ნაკადის“ სახელით ცნობილი მილსადენით წლიურად 55 მილიარდი კუბურ მეტრი გაზი უნდა მიეწოდოს რუსეთიდან გერმანიას. ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ბუნების დაბინძურების მოსაზრებით, ეწინააღმდეგეებიან პროექტს.
XS
SM
MD
LG