Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრატისლავა ნატოს თავდაცვის მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრას მასპინძლობს


სლოვაკეთის დედაქალაქი ნატოს თავდაცვის მინისტრების არაოფიციალურ კონფერენციას მასპინძლობს. მონაწილეები ნატოს ახალი სტრატეგიული კონცენფციის ფარგლებში ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ მეხუთე მუხლის მნიშვნელობაზე; აგრეთვე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე გლობალური ეკონომიკური დაღმასვლის ზეგავლენაზე, ალიანსსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე, ნატოს ოპერაციებზე იმსჯელებენ. კონფერენციის სახელწოდებაა - ”ახალი გამოწვევები - ახალი შესაძლებლობები”. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ნატოს ქვეყნებში გადაწყვეტილების მიმღები პირები, აგრეთვე წამყვანი ექსპერტები. კონფერენციის მიზანია რეგიონული მაღალი დონის ფორუმის შექმნა, რომელზეც გაანალიზდება უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. კონფერენციის ორგანიზატორები არიან სლოვაკეთის ატლანტიკური კომისია, სლოვაკეთის საგარეო და თავდაცვის სამინისტროები, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება. მინისტერიალის გახსნამდე ორი დღით ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ბრატისლავის მინისტერიალზე განსახილველ ძირითად საკითხებად ავღანეთში ნატოს სტრატეგია და ანტისარაკეტო სისტემა დაასახელა. რასმუსენის თქმით, შეერთებული შტატების ახლებური მიდგომა ანტისარაკეტო სისტემის შექმნაში ნატოს უფრო მეტად ცენტრალურ როლს გულისხმობს და რასმუსენი მიესალმება ამგვარ მიდგომას, რომელიც მისი აზრით, ალიანსის ყველა წევრის დაცვას უზრუნველყოფს. ”ბრატისლავაში ნატოს თავდაცვის მინისტრებს პირველად მიეცემათ აშშ-ს ახალი მიდგომის განხილვის შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, მიღწეული იქნება შეთანხმება”ნატოიზებული” ევროპის ანტისარაკეტო დაცვის შესახებ იმისათვის, რომ მისმა დაგეგმვამ უფრო მეტად ნატოში გადაინაცვლოს და განხილული იყოს სოლიდარობისა და ალიანსის წევრებს შორის ტვირთის განაწილების გზები სარაკეტო თავდასხმის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც აშკარად იზრდება” - განაცხადა რასმუსენმა.
XS
SM
MD
LG