Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის ახალ გეგმაში


პოლონეთი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის ახალ, მოდიფიცირებულ გეგმაში. ამ შინაარსის განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკეთა ვარშავაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ. „ამ კონცეფციას, ამ პროექტს, რომელსაც პირობითად ეწოდება SM 3, ანტისარაკეტო თავდაცვის ამ ახალი კონფიგურაციის პროექტს - პოლონეთი ძალიან საინტერესოდ და საჭიროდ მიიჩნევს. და მზად ვართ, მასში მონაწილეობა მივიღოთ“, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ვარშავაში გამართულ პრეს-კრონფერენციაზე. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვია, რათა ნატოელი მოკავშირე დაარწმუნოს, რომ ობამას ადმინისტრაციის ძალისხმევა, გააუმჯობესოს მოსკოვთან ურთიერთობა, არ დააზარალებს ვაშინგტონის მოკავშირეებს. ამავე მისიით ბაიდენი პარასკევს ჩეხეთსაც ესტუმრება. პრეზიდენტი ბარაკ ობამა სექტემბერში გამოვიდა წინადადებით ანტისარაკეტო თავდაცვის (ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს შემუშავებული) გეგმის შეცვლის შესახებ. შესაბამისად გაუქმდა პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტების განთავსების გეგმა, რასაც დაჟინებით მოითხოვდა რუსეთი.
XS
SM
MD
LG