Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერაქტი მოხდა ინგუშეთში


როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, ინგუშეთში, ნაზრანის რაიონის სოფელ იანდირის შესასვლელში აფეთქდა „გაზელი“, რომელშიც ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფის თანამშრომლები ისხდნენ.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
წინასწარი ინფორმაციით, მოსკოვის დროით 21.35 საათზე აფეთქდა კრიმინალისტების მანქანა, რომლებიც მიემართებოდნენ იმ ადგილზე, სადაც 40 წუთით ადრე, სოფელ იანდირში მილიციის საგუშაგო დაცხრილეს.
მილიციის სტაციონარული საგუშაგო, მოსკოვის დროით 20.45 საათზე, ავტომატური იარაღითა და ყუმბარმტყორცნებით დაცხრილეს. საგუშაგოზე არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG