Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამაბადში ორი პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლეს


პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ესროლეს სამხედრო ავტომანქანას და მოკლეს ორი პაკისტანელი ჯარისკაცი, მათ შორის მაღალი რანგის ოფიცერი. იერიში ისლამაბადში მოეწყო. კიდევ ერთი ჯარსიკაცი, რომელიც ავტომანქანაში იჯდა, დაჭრილია. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ იერიშის ფონია პაკისტანის არმიის ოპერაცია თალიბანის წინააღმდეგ ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონში, სამხრეთ ვაზირისტანში. ბოლო სამი კვირის მანძილზე ექსტრემისტებს პაკისტანში ბევრი თავდასხმა აქვთ განხორციელებული. დაღუპულების რიცხვი 170 აღემატება.
XS
SM
MD
LG