Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აზერბაიჯანის ინტერესებს არ უგულებელყოფს


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა და განუცხადა, რომ ანკარა არ უგულებელყოფს ბაქოს ინტერესებს სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში. პრესკონფერენციაზე დავუთოღლუმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას თურქეთი ისევე მნიშვნელოვნად თვლის, როგორც თავად თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თურქეთი ამ საკითხზე პოლიტიკას არ შეცვლის. შეგახსენებთ, ოთხშაბათს თურქეთის მთავრობამ პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა ორი პროტოკოლი, რომელსაც 10 ოქტომბერს სომხეთთან მოაწერა ხელი.
XS
SM
MD
LG