Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავარი დიპლომატი მოსკოვშია


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრო პოროშენკო მოსკოვში ჩავიდა და თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა. აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თავის უკრაინელ კოლეგა ვიქტორ იუშჩენკოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის „ანტი-რუსული“ პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სანამ უკრაინის ლიდერი იუშჩენკოა, მოსკოვსა და კიევს შორის ნორმალური ურთიერთობა ვერ დამყარდებოდა. პარალელურად შეწყდა მოლაპარაკებები უკრაინისთვის 5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაზეც - რომელიც კიევმა ითხოვა. დღეს პოროშენკომ ლავროვს უთხრა, რომ უკრაინა მზად არის დიალოგის „ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლესზე“ განახლებისთვის.
XS
SM
MD
LG