Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის აფეთქებების მსხვერპლთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა


ბაღდადის ცენტრში დღეს მომხდარი ორი ძლიერი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა სულ მცირე 132-მდე გაიზარდა. დაჭრილია 500-ზე მეტი ადამიანი. ერთ-ერთმა აფეთქებამ მძიმედ დააზიანა ერაყის იუსტიციის სამინისტროს შენობა. მეორე აფეთქებამ, რომელიც ადმინისტრაციულ შენობასთან მოხდა, ძლიერი ხანძარი გამოიწვია. აფეთქება ორივე შემთხვევაში მანქანაში ჩამონტაჟებულმა ბომბმა მოახდინა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია - თუმცა საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ოფიციალური პირების სიტყვებს, რომ აფეთქებები ან ალ-ყაიდის, და ან აკრძალული ბაათის პარტიის მოწყობილს გავს. აფეთქებების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიკეტა ქუჩები. სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებს ადგილზე მისვლაში დაბრკოლება შეუქმნა გადატვირთულმა მოძრაობამ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ბაღდადის აფეთქებებს „აღმაშფოთებელი“, და ერაყის პროგრესის შეჩერებაზე მიმართული აქტი უწოდა. თეთრი სახლის განცხადებით, ობამა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიქის ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ შეერთებული შტატები ერაყელი ხალხის გვერდით დგას. წერილობით განცხადებაში აფეთქებები დაგმო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმაც.
XS
SM
MD
LG