Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ირანშია


თურქეთის პრემიერ-მინისტრი თეირანში ჩავიდა. მოლაპარაკებები ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ერდოანს აერპორტში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოტაკი დახვდა. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ აჰმადინეჟადთან და ირანის სულიერ ლიდერ ხამენეისთან. ირანის სააგენტო ”ირნას” ცნობით, ირანსა და თურქეთს შორის ვაჭრობა დაახლოებით 12 მილიარდი დოლარია და ორ ქვეყანას სურს გააფართოვოს სავაჭრო ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG