Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკვადორის პრეზიდენტი რუსეთთან თანამშრომლობის გაფართოებას იმედოვნებს


ეკვადორის პრეზიდენტმა, რაფაელ კორეამ განაცხადა, რომ იმედი აქვს რუსეთთან თანამშრომლობის გაფართოებისა. კორეამ, რომელიც დღეს იწყებს ვიზიტს რუსეთში, "როიტერსის" სააგენტოს უთხრა, რომ ეკვადორი უკვე ყიდულობს ორ სატრანსპორტო შვეულმფრენს, რომელიც მოსკოვის მიერ ფინანსდება. კორეას თანახმად, ოპეკის ორ წევრს, ეკვადორს და რუსეთს, აქვთ შესაძლებლობა მიაღწიონ შეთანხმებას ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაში. ადრე კორეამ განაცხადა, რომ მისი მოსკოვში ჩასვლის მიზეზი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაა.
XS
SM
MD
LG