Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აგენტობის პერიოდს გაიხსენებს


რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი - რომელიც ბერლინის კედლის დაცემის დროს, 1989 წელს აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა უშიშროების, კაგებეს აგენტად მუშაობდა, ახალ დოკუმენტურ ფილმში პირველად მოყვება საკუთარი გამოცდილების შესახებ. გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად, ახალ დოკუმენტურ ფილმს რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ კონდრატიევი იღებს - და მას ტელეკომპანია ენტევე ეთერში გადასცემს 8 ნოემბერს, ბერლინის კედლის დაცემის მეოცე წლისთავის წინა დღეს. კონდრატიევმა ყოფილ საბჭოთა ლიდერ მიხეილ გორბაჩოვს და ყოფილი აღმოსავლეთი გერმანიის პოლიტიკოსებსაც ჩამოართვა ინტერვიუები.
XS
SM
MD
LG