Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გატაცებულ ქართველებს ცხინვალში გაასამართლებენ


პირობითი საზღვარი
პირობითი საზღვარი
ბოლო სამი დღის განმავლობაში, ეგრეთწოდებული რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული 21 ქართველი კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, დუშეთის რაიონის 16 მაცხოვრებლის გათავისუფლების შესახებ, რუსულ მხარეს ქართული მხარისთვის ინფორმაცია საღამოს 7 საათისთვის უნდა მიეწოდებინა, მაგრამ პირობა არ შესრულდა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი 7 საათის შემდეგ მათთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდა. დღეს კი, მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულები ახალგორიდან ცხინვალში გადაჰყავთ, სადაც მათი სასამართლო პროცესი გაიმართება.
XS
SM
MD
LG