Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პაკისტანში ვიზიტს განაგრძობს


ფეშავარში გუშინდელი ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების შეზღუდულ პირობებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი განაგრძობს ვიზიტს პაკისტანში. კლინტონი აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლაჰორში ჩავიდა და იქ მეჩეთის მონახულების შემდეგ, სტუდენტებს შეხვდა. სახელმწიფო მდივანი პაკისტანში გუშინ ჩავიდა. მის ჩასვლას მოჰყვა ფეშავარში ტერაქტები, რომლებსაც 105 ადამიანი შეეწირა. კლინტონმა თქვა, რომ მისი სტუმრობის მიზანია, პაკისტანთან ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყება.
XS
SM
MD
LG