Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში, პოლონეთის კუთვნილი შვეულმფრენის ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა


ბელორუსიაში, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის შვეულმფრენის ავარიის შედეგად ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ბელორუსიის სასაზღვრო კომიტეტი იტყობინება. შაბათს, გვიან ღამით, პოლონელმა მესაზღვრეებმა თავიანთ ბელორუს კოლეგებს შვეულმფრენთან კავშირის დაკარგვის შესახებ აცნობეს. დღეს დილით შვეულმფრენი ბელორუსიის ტერიტორიაზე, საზღვრიდან 200 მეტრის მანძილზე, ჩამოვარდნილი იპოვეს.
XS
SM
MD
LG