Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობამ ერაყში ათი ადამიანი შეიწირა


ოფიციალური პირების განცხადებით, ერაყში დღეს, სულ ცოტა5 10 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 5 ადამიანი შეიწირა- შიიტების ქალაქ მუსაიბში, ველოსიპედზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ, დაიჭრა 37 ადამიანი. ხოლო დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას ქალაქ რამადიში, რომელიც დასავლეთ ერაყში მდებარეობს, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძალადობამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერლა ასევე ქალაქებში ქარბალასა და მოსულში. ამასობაში, გაეროს საგანგებო წარგზავნილი, გენერალი ოსკარ ფერნანდეს-ტარანკო ჩავიდა ბაღდადში, იქ უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების შესასწავლად.
XS
SM
MD
LG