Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი მზად არის კარზაისთან შემდგომი თანამშრომლობისთვის


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი პოსტზე მეორე ვადით დარჩება. ეს ცხადი გახდა მას შემდგ, რაც არჩევნების მეორე ტურიდან მისმა მთავარმა მეტოქემ აბდულა აბდულაჰმა კანდიდატურა მოხსნა. თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან კარზაისთან შემდგომი თანამშრომლობისთვის. ავღანეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, აბდულა აბდულაჰმა, მოხსნა თავისი კანდიდატურა ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიდან, რომელიც მომავალი შაბათისთვის იყო დანიშნული. ეს განცხადება მან ქაბულში, მხარდამჭერთა მრავალრიცხოვანი შეკრების წინაშე გააკეთა. თავისი გადაწყვეტილება პრეზიდენტობის აწ უკვე ყოფილმა კანდიდატმა იმით ახსნა, რომ მთავრობამ და საარჩევნო კომისიამ არ შეასრულეს მისი მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელი იყო კენჭისყრის სამართლიანად ჩასატარებლად.
XS
SM
MD
LG