Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტად ჰამიდ კარზაი გამოცხადდა


ავღანეთის საარჩევნო კომისიამ ჰამიდ კარზაი ავღანეთის პრეზიდენტად გამოაცხადა და გააუქმა მეორე ტური. გადაწყვეტილების შესახებ დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, აზიზულა ლუდინმა გამოაცხადა პრესკონფერენციაზე: „ყველა ამ არგუმენტის და კონსტიტუციის 156-ე, ასევე საარჩევნო კანონის 49-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო კომისია აცხადებს ჰამიდ კარზაის, არჩევნების პირველ ტურში წამყვან და მეორე ტურში ერთადერთ კანდიდატს, არჩეულ პრეზიდენტად“.
კომისიამ გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც კარზაის მთავარმა მეტოქემ, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულა აბდულამ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რადგან თვლიდა, რომ ის არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მეორე ტური მას მერე დაინიშნა, რაც გაეროს ხელშეწყობით მოქმედმა გამომძიებლებმა დაადასტურეს, რომ დარღვევები მოხდა, პირველ რიგში კარზაის სასარგებლოდ, არჩევნების პირველ ტურში, 20 აგვისტოს. დღესვე, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა განაცხადა, რომ გაერო მიემხრობა და პატივს სცემს საარჩევნო კომისიის ყოველგვარ გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG