Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი მოხსენებით გამოვიდა აშშ-ის კონგრესში


გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა დღეს, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკელებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის 20 წლის წინ, ბერლინის კედლის დაცემისას. მან პირობა დადო, რომ გერმანია შეერთებული შტატების „ძლიერი და სანდო“ პარტნიორი დარჩება. მერკელმა განაცხადა აგრეთვე, რომ ირანს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჰქონდეს ატომური ბომბი. გერმანიის კანცლერის აზრით, დაუშვებელია, ატომური იარაღი იყოს ირანის პრეზიდენტის ხელში, „რომელიც უარყოფს ჰოლოკოსტს, ემუქრება ისრაელს და უარყოფს ისრაელის არსებობის უფლებას“. მერკელმა ისაუბრა ასევე გერმანიის აქტიურ მონაწილეობაზე ავღანეთის სტაბილიზაციისაკენ მიმართულ ძალისხმევაში და კონგრესს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს. მერკელი გერმანიის მეორე კანცლერია კონრად ადენაუერის შემდეგ, რომელსაც აშშ-ის კონგრესის წინაშე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა. ადენაუერის გამოსვლა 1957 წლით თარიღდება.
XS
SM
MD
LG