Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაის მეტოქეს აეჭვებს საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების კანონიერება


ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰამიდ კარზაის მთავარი მეტოქე, აბდულა აბდულა აცხადებს, რომ კარზაის მთავრობა ვერ იქნება ლეგიტიმური და ვერ დაამარცხებს კორუფციას. აბდულას შეფასებით, ავღანეთის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, არჩევნებში გამარჯვებულად კარზაის გამოცხადების შესახებ, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად კარზაი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც აბდულამ მოხსნა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 7 ნოემბრისთვის დანიშნული ტურიდან. აბდულამ დღეს განაცხადა, რომ არ შევა მთავრობაში, რომლის შექმნასაც კარზაი აპირებს და რომელშიც, ასევე კარზაის დაპირებით, ყველა ავღანელის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG