Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სკოლაში ბავშვები გაზით მოიწამლნენ


თბილისის შარტავას ქუჩაზე, 62-ე სკოლაში დღეს დილით რამდენიმე ათეული ბავშვი ჯერ დაუდგენელი სახის გაზით მოიწამლა. როგორც სკოლის მასწავლებლებმა სააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მათ უსიამოვნო სუნი იგრძნეს, რის შემდეგაც ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც თავბრუსხვევა, ცრემლდენა და გულისრევა დაეწყოთ. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა საპატრულო პოლიციის მანქანები მივიდნენ. 3 მანქანა და საპატრულო პოლიცია. ექიმების განცხადებით დაზარალებულია რამდენიმე ათეული ბავშვი. მათ ნაწილს საავადმყოფოში გადაიყვანენ.

XS
SM
MD
LG