Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეციის მთავრობა თავის ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანას დაეთანხმა


შვეციის მთავრობამ ნებართვა გასცა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი თავის, ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე იქნას გაყვანილი, ბალტიის ზღვაში. 1200 კილომერტიანი გაზსადენი რუსეთსა და გერმანიას დააკავშირებს. მისი მარშრუტი ბალტიის ზღვაზე გადის და ბუნების დამცველების აზრით, ზიანს მიაყენებს გარემოს. თუმცა, ოქტომბერში დანიამ, ახლა კი შვეციამ, თანხმობა განაცხადეს, მათ ტერიტორიაზე გაიაროს მისლადენმა, რომელიც 2011 წელს უნდა დასრულდეს, და რომელიც წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრს გაზს გადატუმბავს.
XS
SM
MD
LG