Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცმა 12 ადამიანი მოკლა და 30-ზე მეტი დაჭრა


12 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც ჯარისკაცმა მათ სროლა აუტეხა ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე. მოკლულთაგან 11 სამხედრო მოსამსახურეა. პენტაგონის წარმომადგენლის, ბობ კოუნის ცნობით, თავდამსხმელი ჯარისკაცი საპასუხო ცეცხლით მოკლეს. დააკავეს კიდევ ორი ეჭვმიტანილი ჯარისკაცი. ტრაგედიის მიზეზების შესახებ ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომხდარს „ძალადობის საზარელი გამოვლინება“ უწოდა.
XS
SM
MD
LG