Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას წელს გეგმავს


სერბეთი 2009 წლის დეკემბრისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას აპირებს. სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრებმა, ვინც ეწინააღმდეგება სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, უნდა დაუშვას მოლაპარაკებების დაწყება ამ საკითხზე. ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ჰოლანდია გახლავთ, რომელიც ითხოვს, რომ სერბეთის მიერ საომარ დანაშაულში ეჭვმიტანილი რატკო მლადიჩის დაკავება უნდა იქცეს სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პირობად. სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მლადიჩს დააკავებდნენ, მისი ადგილსამყოფელი რომ იცოდნენ.
XS
SM
MD
LG