Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლამისყანელები თანასოფლელების გათავისუფლებას ითხოვენ


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან გატაცებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, გორში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ სოფელ ლამისყანის მცხოვრებნი, რომლებიც ორ თვეზე მეტი ხნის წინ დაკავებული 6 თანასოფლელის მდგომარეობის გარკვევას ითხოვენ. რუსი მესაზღვრეების მიერ დაპატიმრებულ ექვს ადამიანს ცხინვალის სასამართლოს მიერ მისჯილი ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა რამდენიმე დღის წინ ამოეწურა, თუმცა მათ შესახებ, ამ დრომდე, ახალი ინფორმაცია არ არსებობს.
XS
SM
MD
LG