Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანი მოკლეს


13 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე. მოკლულთაგან 12 სამხედრო მოსამსახურეა, ერთი სამოქალაქო პირია. ბაზაზე ცეცხლი გახსნა მაიორმა ნიდან მალიკ ჰასანმა, რომელიც სამხედრო ექიმი - ფსიქიატრი იყო. ფორტ ჰუდის ბაზის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბობ კოუნმა ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა: „გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ თავდაპირველი ინფორმაციით ჩანს, რომ ცეცხლი ერთმა პირმა გახსნა - რომელსაც ადგილზე რამდენჯერმე ესროლეს. მაგრამ გავრცელებული ცნობების საწინააღმდეგოდ, ის არ მომკვდარა. ამჯამად ის დაკავებულია, და მისი მდგომარეობა სტაბილურია. კიდევ ერთხელ ვამბობ - პირი, რომელიც ისროდა, ცოცხალია, დაკავებულია, და მისი მდგომარეობა სტაბილურია. “ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომხდარს „ძალადობის საზარელი გამოვლინება“ უწოდა.
XS
SM
MD
LG