Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა


უკრაინის ჯანმრთელობის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ღორის გრიპის ეპიდემიის მსხვერპლმა უკვე 135-ს მიაღწია. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც უკრიანამ ევროპისაგან მიიღო ახალი დახმარება დაავადებასტან საბრძოლველად. ხელისუფლების ინფორმაციით, გრიპითა და სხვა რესპირატორული სნეულებით აღრიხვაზე 870 ათასი ადამიანი იმყოფება, მათ შორის 40 ათასი ჰოსპიტალიზებულია. გარდაცვლილთაგან 14-ს დაუდგინდა ღორის გრიპის “ა” ვირუსი. დანარჩენ გარდაცვლილებს კი უტარდებათ ექსპერტიზა. ამავე დროს სლოვაკეთმა განაცხადა, რომ ჩაკეტავს ყველა საზღვარს და დამაკავშირებელ გზას უკრაინასთან ღორის გრიპის ეპიდემიის გავრცელების მიზნით.

XS
SM
MD
LG