Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთაწყაროს საბაჟო გამშვები პუნქტი პარალიზებულია


უკვე მე-6 დღეა, რაც სამთაწყაროს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსის” ცნობით, წყალდიდობის შედეგად ადიდებული მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადავიდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის ადგილობრივი სამმართველოს სასაზღვრო-საგუშაგო პუნქტის ტერიტორია მთლიანად დატბორა. აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მუღანლოს სასაზღვრო სამმართველოს ინფორმაციით, მუღანლო-სამთაწყაროს გამშვები პუნქტების გავლით, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა რამდენიმე დღეში აღდგება.

XS
SM
MD
LG