Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია “დემოკრატიული ნიშნულების” შემოღებას ითხოვს


პარლამენტის წინ მიმდინარე არასაპარლამენტო ოპოზიციის აქციაზე, საინიციატივო ჯგუფმა საზოგადოებას მის მიერ შემუშავებული პეტიცია წარუდგინა. “ვიბრძვით, რათა ხელისუფლებამ რეალურად განახორციელოს ქვეყნის მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიცემული პირობა, რომ გატარებდება ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმები. ნაცვლად დაპირებული “დემოკრატიის ახალი ტალღისა”, გაძლიერდა პოლიტიკური ტერორი, გამძაფრდა კონტროლი მედიაზე, უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდა პოლიტიკური ნიშნით ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური თავისუფლებების შელახვა, ქვეყნის სასამართლო და საფინანსო სისტემა გადაიქცა პოლიტიკური რეპრესიების განხორციელების ინსტრუმენტად, ”- აღნიშნულია დოკუმენტში.

საინიციატივო ჯგუფის პეტიცია გადაეცემა ევროკავშირისა და ევროკომისიის წარმომადგენლობას საქართველოში., - იუწყება ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესსნიუსი”.

მიმართვის ავტორები ევროკომისიის წარმომადგენლობას თხოვენ, რათა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება მოსთხოვოს.. “ვთხოვთ ევრო კავშირს და ჩვენს ევროპელ მეგობრებს, შემოიღონ დემოკრატიული ნიშნულები, საქართველოს ხელისუფლებას აღებული ვალდებულებების შესასრულებლად დაუწესონ ვადები და მხოლოდ ჭეშმარიტი დემოკრატიული რეფორმების გატარება გახდეს წინაპირობაევროპული დახმარებისა” - წერია აღნიშნულ დოკუმენტში. 7 ნოემბრის საინიციატივო ჯგუფში 20- მდე პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული.

XS
SM
MD
LG