Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩავესი ჯარს ომისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს


ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს მზად იყვნენ კოლუმბიასთან ომისათვის. პრეზიდენტის ეს განცხადება მოჰყვა ორ ქვეყანას შორის მზარდ დაძაბულობას რომელსაც ჩავესის თქმით, კოლუმბიასა და აშშ-ის შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა ქმნის. კოლუმბია აცხადებს, რომ ამერიკის სამხედრო ძალები მათ მეამბოხეებთან და ნარკობარონებთან ბრძოლაში ეხმარება. უგო ჩავესმა კოლუმბიის საზღვართან 15 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა და გამოაცხადა, რომ ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მზადებაა.

XS
SM
MD
LG