Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ სამი ადამიანი შეიწირა


პაკისტანის პოლიციის განცხადებით, ქალაქ ფეშავარის გარეუბანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი ფეთქების შედეგად, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ფეშავარი ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოეწყო მას შემდეგ, რაც პოლიციელმა თავდამსხმელი შეაჩერა ბლოკსაგუშაგოზე გზაზე ფეშავარის მახლობლად. აფეთქება მოეწყო ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აფეთქებამ ასევე ფეშავართან, სულ ცოტა, 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ინციდენტების ფონია პაკისტანის სამხედრო ძალების ოპერაცია თალიბანის წინააღმდეგ სამხრეთ ვაზირისტანში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება.
XS
SM
MD
LG