Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის მილიცია სოფელ ფიჩორის გამგებელს ეძებს


თვითაღიარებული აფხაზეთის მილიციამ გალის რაიონის სოფელ ფიჩორის გამგებელზე ზურაბ გვარამიაზე ძებნა გამოაცხადა. სააგენტო „მედიანიუსი“ სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელზე, თორნიკე კილანავაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზურაბ გვარამია, ერთ-ერთი ვერსიით, ქართულ სკოლებში სწავლების საკითხს გამოესარჩლა. ამას კი მოჰყვა მისთვის ფინანსურ დარღვევებზე - ქართველი მოსახლეობისგან ე.წ. მოსაკრებლის აღებასთან დაკავშირებით - დანაშაულის წაყენება. რადიო თავისუფლებამ ოკუპირებული სოფელ ფიჩორის გამგებლის სოფლიდან გაუჩინარებაზე კიდევ ორი ცნობა მოიპოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ზურაბ გვარამიას ხუთი დღის წინ გალის საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთდა და სოფელში ამიტომ არ იმყოფება. მეორე ცნობით, ზურაბ გვარამიამ თანასოფლელებისგან 2 ტონა თხილი ისესხა და მევალეებს გაექცა.
XS
SM
MD
LG