Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელები იასირ არაფატის გარდაცვალების მეხუთე წლისთავს აღნიშნავენ


პალესტინელები თავიანთი პირველი პრეზიდენტის, იასირ არაფატის გარდაცვალების მეხუთე წლისთავს აღნიშნავენ. მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის პოლიტიკურ დედაქალქ რამალაჰში არაფატის ორგანიზაცია „ფატაჰის“ ათიათასობით მომხრე შეიკრიბა. ისინი პატივს მიაგებენ ადამიანს, რომელიც ოთხი ათწლეული ლიდერობდა დამოუკიდებელი პალესტინისთვის ბრძოლას. პალესტინელების ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა, მიტინგზე გამოსვლისას, ისევ მოითხოვა პალესტინელების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის დასახლებების მშენებლობის სრული შეჩერება, რასაც ის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების პირობად ასახელებს. ისრაელი უარს ამბობს ამ მოთხოვნის შესრულებაზე. აბასმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ აღარ წამოაყენებს თავის კანდიდატურას იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ უშედეგო დარჩება შეერთებული შტატების ძალისხმევა, ჩიხიდან გამოიყვანოს მოლაპარაკებები.
XS
SM
MD
LG