Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეები მხოლოდ შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ


თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ ჟენევაში გაიმართა მორიგი, მერვე რაუნდის შეხვედრა. შეხვედრაში, რომელიც ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს ეგიდით გაიმართა, საქართველოს, რუსეთის და ასევე თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციები მონაწილეობდნენ. განსახილველ საკითხთა შორის იყო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა და კონფლიქტის ზონაში დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი მზად არის განიხლოს კავკასიაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემოუშავების საკითხი, იმ პირობით, თუკი მისი მხარეები საქართველო და რუსეთი იქნებიან. თვითგამოცხადებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც მოსკოვი, დაჟინებით მოითხოვენ, რომ ხელშეკრულებას უშუალოდ თბილისთან მოაწერონ ხელი. ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ ევროკაშვირის მხრიდან პიერ მორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის შეშფოთებულია ოსეთის მხარის უარით, გაათავისუფლოს გატაცებული ქართველი მოზარდები,- იუწყება საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “გრუზია ონლაინი”. ჟენევის მოლაპარაებებში საქართველოს დელეგაციის წევრმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერათშორისო ორგანიზაციებთან ურთოერთობის დეპაერტამანეტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ დოკუმენტში, რომელიც ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეებმა წარმოადგინეს, ლაპარაკია იმაზე, რომ ადგილობრივ მცხოვრებებს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეზე, მიეცეთ უფლება, დაუბრკოლებლად გადალახონ ადმინისტრაციული საზღვები. “ოსურმა მხარემ ამ დოკუმენტის შესრულებაზეც უარი თქვა. ერთადერთი საკითხი, რომელზეც შეთანხმება მოხერხდა, არის ის, რომ მომავალი შეხვედრა გაიმართება.”- უთხრა კაპანაძემ რადიო “თავისუფლებას.”
ჟენევის მე-9 რაუნდის შეხვედრა 29 იანვარს გაიმართება.

XS
SM
MD
LG