Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მაესტრო” სამართავად გადაეცა ეროსი კიწმარიშვილს


”ტელეკომპანია “მაესტრო” სამწლიანი მართვის უფლებით გადაეცა ეროსი კიწმარიშვილის კომპანიას”, - განაცხადა დღეს ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა. ღლონტის თქმით, მიუხედავად მართვის უფლების გადაცემისა, ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნებულ იქნება. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ეროსი კიწმარიშვილმა არ გამორიცხა “მაესტროზე” “რუსთავი-2”-ის ძველი სახეების გამოჩენა, თუმცა დასძინა, რომ ძირითადი აქცენტი “მაესტროს” კადრებზე გაკეთდება. კიწმარიშვილის თქმით, ტელევიზიის კონცეფციაზე ერთად მუშაობენ და მისი ამოსავალი წერტილი მაყურებლის ინტერესი იქნება.

XS
SM
MD
LG