Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინას არჩევნების გადადებას ურჩევენ


პალესტინის საარჩევნო კომისიამ რეკომენდაციით მიმართა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს, გადადოს 24 იანვრისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები. ”ჩვენთვის ნათელია, რომ ჰამასის წინააღმდეგობის გამო ღაზის სექტორში არჩევნები ვერ ჩატარდება” - განაცხადა საარჩევნო უწყების ხელმძღვანელმა ჰანა ნასერმა. საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების გადადების შესახებ პალესტინის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. მაჰმუდ აბასმა მანამდე განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში მოანწილეობას არ მიიღებს, თუმცა დარჩება პოსტზე ახალი ლიდერის არჩევამდე.

XS
SM
MD
LG