Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ღორის გრიპით გარდაცვლილთა რიცხვი 4000 აღწევს


აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა განცხადებით, ღორის გრიპმა ამ ქვეყანაში თითქმის 4000 ადამიანის, მათ შორის 500 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ამის შესახებ განაცხადა დაავადებთა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, რომლის წინა მაჩვენებელიც გაცილებით უფრო დაბალი იყო - 672. უწყების განმარტებით, მიზეზია ინფორმაციის მიწოდების გაუმჯობესება ბევრი შტატიდან. H1N1 ვირუსი 200-მდე ქვეყანაშია გავრცელებული, გარდაცვლილების რიცხვი - მას შემდეგ, რაც ვირუსი აპრილში პირველად იქნა იდენტიფიცირებული - 6000 აღწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო განცხადებით, მიზანშეწონილია ანტივირუსული მედიკამენტების მიღება მაღალი რისკის მქონე ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, როგორც კი მათ ღორის გრიპის კლინიკური სიმპტომები დაუდგინდებათ. აქამდე ძალაში იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსხვავებული რეკომენდაცია, რომლის შესაბამისადაც, ექიმები ლაბორატორიული ტესტის შედეგებს უნდა დალოდებოდნენ ანტივირუსული მედიკამენტების გამოწერამდე.
XS
SM
MD
LG