Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავენ საქართველოში


100 000 მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დღეს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი" თბილისის მასშტაბით აწყობს მსვლელობას. მსვლელობა დღის 12 საათზე ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან დაიწყო - დიდუბის პანთეონი, ვაკის პარკი და სპორტის სასახლე. მოგვიანებით პროცესიები დაიძრა მეტრო ისანის მიმდებარე ტერიტორიიდან და სასტუმრო ივერიიდან. 16 საათზე მეტეხის ხიდზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის პარაკლისს. მე-13 საუკუნეში ჯალალ ედინის ბრძანებით მეტეხის ხიდზე ქრისტიანებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარის თქმის გამო ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.
XS
SM
MD
LG