Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვის თქმით, ჩეჩნეთში 20-მდე მეამბოხე მოკლეს


ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის განცხადებით, უშიშროების ძალებმა 20-მდე ისლამისტი მეამბოხე მოკლეს. განცხადებაში, რომელიც ჩეჩნეთის მთავრობის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, კადიროვი გამოთქვამს აზრს, რომ პარასკევს განხორციელებული ოპერაციის დროს მოკლულ მეამბოხეებს შორის არის დოკუ უმაროვი, რომელსაც თავი ჰქონდა გამოცხადებული ჩრდილოეთ კავკასიის "ემირატის" ლიდერად. კადიროვის თქმით, მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია გროზნოს სამხრეთ-დასავლეთით, 30 კილომეტრში მდებარე შალაჟში განხორციელდა. ოპერაციის ეს ვერსია დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG