Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ტირძნისელი მოზარდი კვლავ ტყვეობაში რჩება


4 ტირძნისელი მოზარდი, რომლებიც 10 დღის წინ დააკავეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, კვლავ სეპარატისტების ტყვეობაში რჩება. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორ კახა კახიაშვილისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გატაცებულების ოჯახებს ცხინვალიდან არავინ დაკავშირებია. ეროვნული უშიშროების საბჭოს გუშინდელ გაფართოებულ სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის განცხადება ქართველ მოზარდებზე. ეს განცხადება, პრეზიდენტის შეფასებით, დაგვიანებული, მაგრამ ”მკვეთრი” იყო. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარ შვეციამ 12 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში გამოთქვა ევროკავშირის ”ღრმა შეშფოთება” ოთხი ქართველი მოზარდის დაკავების გამო. მისი თქმით, ევროკავშირი ”მოითხოვს ყველა დაკავებული პირის სწრაფ გათავისუფლებას”. იმავე საკითხზე გაკეთებულ განცხადებაში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 8 ნოემბერს გამოთქვა ”ღრმა შეშფოთება” ოთხი ქართველი მოზარდის დაკავების გამო.
XS
SM
MD
LG