Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს


კოსოვოში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს - პირველი არჩევნები გასულ წელს სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. 1,5 მილიონ ამომრჩეველს ეძლევა მერების და საკრებულოების შემადგენლობის არჩევის შესაძლებლობა. კენჭისყრაში, სავარაუდოდ, არ მიიღებს მონაწილეობას კოსოვოს სერბული უმცირესობის უდიდესი ნაწილი. კოსოვოში 120 000-მდე სერბი ცხოვრობს. დაძაბულობის გამო კოსოვოს პოლიცია უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავს. რესპუბლიკაში 5000-ზე მეტი პოლიციელია განთავსებული.
XS
SM
MD
LG