Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლუმბიაში დააკავეს ვენესუელის ეროვნული გვარდიის წევრები


კოლუმბიაში დააკავეს ვენესუელის ეროვნული გვარდიის ოთხი წევრი, ორ მეზობელ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე. კოლუმბიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოთხი მამაკაცი დააკავეს პარასკევს, სასაზღვრო პროვინცია ვიჩადაში ნავით მგზავრობისას. კოლუმბიის პრეზიდენტმა ალვარო ურიბემ შაბათს გამოაცხადა, რომ დაკავებულებს ვენესუელაში დააბრუნებენ. ვენესუელასა და კოლუმბიას შორის დაძაბულობა ბოლო თვეებში გამწვავდა მას შემდეგ, რაც კოლუმბია შეერთებულ შტატებს დაყაბულდა მის მიერ კოლუმბიის სამხედრო ბაზების უფრო აქტიურად გამოყენებაზე. მიმდინარე თვეში ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა არმიას დაავალა კოლუმბიასთან შესაძლო ომისთვის მზადება. აშშ და კოლუმბია უარყოფენ ბრალდებას, რომ რაიმე სახის საფრთხეს უქმნიან ვენესუელას.
XS
SM
MD
LG